LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმროს ფასები საქართველოს ექვს რეგიონში შემცირდა

62

სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის აგვისტოში, ივლისის თვესთან შედარებით, 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ კვლევითი ორგანიზაცია PMCG-ის კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის მიხედვით, სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად გურიაში – 7.6%-ით და იმერეთში – 1.4%-ით გაიზარდა. გურიის სასტუმროების ფასების ზრდა, ძირითადად, ურეკის (14%) სასტუმროების ფასების ზრდამ განაპირობა. იმერეთის სასტუმროების ფასების ზრდა ძირითადად განაპირობა ქუთაისის სასტუმროების ფასების ზრდამ (1.5%).

საქართველოს ათ რეგიონს და თბილისს შორის, 2018 წლის აგვისტოში, ივლისის თვესთან შედარებით, სასტუმროს ფასები ექვს რეგიონში შემცირდა. ყველაზე მეტად ფასები სამცხე-ჯავახეთში და მცხეთა-მთიანეთში შემცირდა, შესაბამისად 1.6% და 1.3%-ით. სამცხე-ჯავახეთში ფასების შემცირება ძირითადად ბაკურიანის სასტუმროების ფასების კლებამ განაპირობა (4.7%-ით). მცხეთა-მთიანეთში ფასების კლება კი ძირითადად განპირობებულია გუდაურის სასტუმროების ფასების კლებით (10%).

3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის აგვისტოში, ივლისთან შედარებით, 0.9%-ით შემცირდა. ამ ტიპის სასტუმროებში ფასები ყველაზე მეტად მცხეთა-მთიანეთში – 4.1%-ით და სამცხე-ჯავახეთში – 3.4%-ით შემცირდა. მცხეთა-მთიანეთში ფასების შემცირება განაპირობა გუდაურის, ხოლო სამცხე-ჯავახეთში ბორჯომის სასტუმროების ფასების კლებამ.

3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ზრდა მხოლოდ გურიაში და კახეთში დაფიქსირდა, შესაბამისად 18.4% და 0.1%. გურიის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ზრდა განპირობებულია ურეკის ფასების ზრდით. კახეთში კი ფასების ზრდა განაპირობა თელავის და ლაგოდეხის სასტუმროების ფასების ზრდამ.

საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები აგვისტოში, ივლისის თვესთან შედარებით 0.7%-ით გაიზარდა. რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად იმერეთში და აჭარაში გაიზარდა, შესაბამისად, 4.1% და 2.2%-ით. იმერეთის ფასების ზრდა ძირითადად განპირობებულია ქუთაისის, ხოლო აჭარის – ქობულეთის და მახინჯაურის საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ზრდით. საოჯახო ტიპის სასტუმროებში, აგვისტოში, ივლისთან შედარებით, ფასები ყველაზე მეტად კახეთში და შიდა ქართლში შემცირდა, ორივე რეგიონში 0.9%-ით. კახეთის საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების შემცირება განპირობებულია თელავის და სიღნაღის, ხოლო შიდა ქართლის – სურამის ფასების კლებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები