LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმროში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, პოლიციაა მობილიზებული

58

სასტუმროში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, პოლიციაა მობილიზებული, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დავით საყვარელიძე ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, მათი აქტივისტების მასობრივი დაკავებები და რეპრესიები დაიწყო.

“ამჯერად ჩვენი აქტივისტი – ანდრეი კოტიჩენკო, დააპატიმრეს. ის მათ შორის იყო, ვინც მიხეილი უკრაინაში გადაიყვანა, მხარს უჭერდა უკრაინელი ხალხის ნებასა და მისწრაფებას დემოკრატიისა და სამართლიანობისთვის. ამ წუთებში ის ლვოვში გადაიყვანეს. გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს თხუთმეტმა წარმომადგენელმა ჩვენი კოლეგა ივანო-ფრანკოვკიდან – ალექსანდრ ბურცოვი, დააკავა, რომელიც ასევე აქტიურად მონაწილეობდა კვირის მოვლენებში.

“ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ მათ გათავისუფლებას!  ხელისუფლება გავაფრთხილეთ და მოვუწოდებთ თავის წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ შეაჩერონ პოლიტიკური რეპრესიები.

“ჩვენ დავიცავთ თითოეულ ჩვენ თანამებრძოლსა და თანამოაზრეს.

“ჩვენ ვთხოვთ ყველას, ლვოველ ხალხს, დაუყოვნებლივ შევიკრიბოთ სასტუმრო „ლეოპოლისთან“. დაგვეხმარეთ, დავიცვათ ჩვენი საერთო უფლებები და თავისუფლება!“ – წერს საყვარელიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები