LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასწაული: BAR CE LO NA!!!

40

„ბარსელონა“ – მთელი მსოფლიო ამ საოცარ გუნდზე საუბრობს. ამ თაობის „ბარსელონამ“ მორიგი სასწაული და რეკორდი დაამყარა. რამდენი დიდებული წუთი უჩუქებია მესის „ბარსას“ ხალხისთვის და აი კიდევ ერთი ისეთი რამ, რაც არასდროს არავის გაუკეთებია. ვინ თუ არა „ბარსელონა“, რომელსაც შეუძლია ჩვეულებრივი ჯადოქრობა ჩაიდინოს.

პირველ ტაიმში მიღებული მშვენიერი ორბურთიანი ფორა, მეორე ტაიმის დასაწყისშივე ფანტასტიურ შანსში გადაიზარდა, როდესაც მესიმ პენალტით 3:0 გახადა, მაგრამ მალევე თითქოს ყველაფერი დამთავრდა: ედინსონ კავანიმ ერთი ბურთი გაქვითა და კატალონიელები თითქოსდა გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო. მით უმეტეს „ბარსამ“ ერთი ხანობა კონტროლი დაკარგა. კავანის მეორის გატანაც შეეძლო და შანსი დი მარიასაც ქონდა… ამასობაში მატჩის დასრულებას 3 წუთიღა აკლდა, „ბარსელონას“ კი სამი გოლი ქონდა გასატანი… და მოხდა ის, რაც ხდება საუკუნეში ერთხელ და მხოლოდ არაამქვეყნიური გუნდების და პერსონების შესრულებით…

„ჩვენ გუნდურად ვითამაშეთ, ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. ვიცოდით, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა ძალიან რთული იქნებოდა. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, როგორც ერთი დიდი მთლიანობა და ყველანაირი გამოწვევისთვის მზად ვართ. ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო შეხვედრა იყო. პარიზში 0:4-ს წაგების შემდეგ რთული და წარმოუდგენელიც ჩანდა, მაგრამ ჩვენ ეს მოვახერხეთ” – განაცხადა ერთ-ერთმა გმირმა ნეიმარმა.

“ბარსელონა” – “პარი სენ ჟერმენი” 6:1 (2:0)

ბარსელონა, “კამპ ნოუ”, 96 290 მაყურებელი

“ბარსელონა” (3-4-3): ტერ შტეგენი; მასკერანო, პიკე, უმტიტი; რაფინია (სერხი რობერტო 76), რაკიტიჩი (ანდრე გომესი 84), ბუსკეტსი, ინიესტა (არდა თურანი 65); მესი, სუარესი, ნეიმარი

“პარი სენ ჟერმენი” (4-3-3): ტრაპი; მუნიე (კრიხოვიაკი 90), მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კურზავა; რაბიო, ვერატი, მატუიდი; ლუკასი (დი მარია 55), კავანი, დრაქსლერი (ორიე 75)

გოლები: 1:0 სუარესი (3), 2:0 კურზავა (40, ა.გ), 3:0 მესი (50, პენ), 3:1 კავანი (62), 4:1 ნეიმარი (88), 5:1 ნეიმარი (90, პენ) 6:1 სერხი რობერტო (90)

გაფრთხილება: პიკე (23), ბუსკეტსი (36), რაკიტიჩი (61), ნეიმარი (64), სუარესი (67) – მატუიდი (5), დრაქსლერი (14), კავანი (43), მარკინიოსი (90), ვერატი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (7) – 7 (3) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 3:5

მსაჯი: დენიზ აიტეკინი (გერმანია)

 

„ბორუსია“ მშვიდად გავიდა მეოთხედფინალში.
დორტმუნდელებმა დაამტკიცეს, რომ “ბენფიკაზე” უკეთესები არიან და დიდი ვნებათაღელვის გარეშე მოუგეს. შეხვედრის გმირი პეირ-ემერიკ ობამეიანგი გახდა, რომელიც პირველ თამაშში გაცუდებული პენალტის შემდეგ ჰეთ-თრიქი გაიფორმა. სხვათა შორის, იგი გახდა მეხუთე აფრიკელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქი შეასრულა სამეულ ეტო’ოს, დიდი დროგბას, იუნეს ბრაჰიმისა და იაკუბუ აიეგბენის შემდეგ.

“დორტმუნდი” – “ბენფიკა” 4:0 (1:0)დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”, 65 849 მაყურებელი

“დორტმუნდი” (3-5-2): ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი (გინტერი 88), ბარტრა; დურმი, კასტრო, ვეიგლი, დემბელე (კაგავა 81), შმელცერი; პულიშიჩი, ობამეიანგი (შურლე 86)

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

“ბენფიკა” (4-4-2): ედერსონი; ნელსონ სემედო, ლუიზაო, ლინდელოფი, ელიზეუ; სალვიო (ჟონასი 64), სამარისი (ჟივკოვიჩი 74), პიცი, ანდრე ალმეიდა; მიტროღლუ, ჩერვი (ხიმენესი 82)

გოლები: 1:0 ობამეიანგი (4), 2:0 პულიშიჩი (59), 3:0 ობამეიანგი (61), 4:0 ობამეიანგი (85)

გაფრთხილება: კასტრო (31), დემბელე (38), პიშჩეკი (65) – სამარისი (33)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (6) 5 (2) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 9:1

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები