LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასწავლო დაწესებულებებში საეჭვო წარმომავლობის საკვებია

96

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ისინი უფლებამოსილების ფარგლებში სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკების კონტროლს ახორციელებენ.

მათივე თქმით, ამის მიუხედავად, სურსათით მომარაგებისას საეჭვო წარმომავლობის საკვების შეტანის შემთხვევები  სასკოლო და სკოლამდელ დაწესებულებებში კვლავ აღინიშნება.

ამგვარი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წერილით მიმართა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს და მუნიციპალიტეტებს.

სააგენტოს რეკომენდაციით, საბავშვო ბაღების და საჯარო სკოლების სურსათით უზრუნველყოფისათვის  ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე სასურველია, ბიზნესოპერატორმა სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი გაიაროს.

სეს–ის განცხადებით, შედეგად, ბაღებსა და სკოლებში შემცირდება საეჭვო წარმომავლობის სურსათის მოხვედრის რისკი და  უზრუნველყოფილი იქნება  სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების უვნებელი სურსათით მომარაგება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები