სასწრაფო დახმარებამ სპეცოპერაციის ადგილიდან, სავარაუდოდ, 2 დაჭრილი გადაიყვანა

76

ამ წუთებში სპეცოპერაციის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადების მობილიზება ხდება.  სავრაუდოდ, 2 დაჭრილი უკევ გადაიყვანეს. თუმცა, ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაკეთებულა.

მეხანძრე-მაშველებმა კი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე იმ ბინაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება დაიწყეს, რომელშიც, ცოტა ხნის წინ, სპეცოპერაციის ფარგლებში განხორციელებული სროლებისა და აფეთქებების შედეგად ცეცხლი გაჩნდა.

ცეცხლი ამ დროისთვის საკმაოდ ძლიერია. ადგილზე შეინიშნება დაკვამლიანებაც.

აღნიშნული კორპუსის გარკვეული ნაწილი სპეცრაზმის წარმომადგენლებს უკავიათ, ვინაიდან ისინი ტერიტორიაზე შეინიშნებიან.

სპეცოპერაციის ადგილზე სროლის ხმა ამ წუთებშიც ისმის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები