LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სათამაშოები თქვენი შვილების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის – გვაქვს თუ არა გამოსავალი

421

საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოების  ხარისხი არ კონტროლდება, შესაბამისად,  ბავშვის ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით საინტერესოა, მოწმდება თუ არა სათამაშოები ლაბორატორიულად და რამდენად დაცულია მომხმარებლის უფლებები.

იმპორტირებული სათამაშოების ხარისხზე  კონტროლის დაწესებას და უსაფრთხოების დაცვაზე საუბრობს  მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე. მისი განცხადებით, საქართველოში  მომხმარებლის უფლებების დაცვის თვალსაზრისით მონიტორინგი მოქმედებს, მხოლოდ სურსათზე.

’’ ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გამკაცრდეს კონტროლი ნებისმიერ  საიმპორტო პროდუქციაზე, მითუმეტეს  სათამაშოებზე.მომხმარებელი უნდა იყოს დაცული და  ჰქონდეს შესაბამისი ინფორმაცია, რას ყიდულობს, რას მოიხმარს, ან რამდენად უსაფრთხოა მისთვის შეძენილი ნივთი.

ქვეყანაში საკმაოდ გაახალგაზრდავებულია სიმსვნური და ენდოკრინული დაავადებები, ხშირია ალერგიული შემთხვევები,  ამაზე კი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. აუცილებელია,  კონტროლი გამკაცრდეს საბაჟოზე, ვინაიდან  ნებისმიერი პროდუქცია, მათ შორის სათამაშოებიც, რომელიც გადმოლახავს საქართველოს საზღვარს  უნდა შემოწმდეს და დადგინდეს უვნებლობა. ამასთან დაკავშირებით კი  ვალდებულებები  უნდა დაეკისროს სახელმწიფოს გარკვეულ სტრუქტურას. დღეს- დღეობით , თუკი  ეს დაევალება საბაჟო სამსახურს, მაშინ  უნდა ჰყავდეს შესაბამისი სპეციალისტი, რომელიც გააკონტროლებს, რამდენად უსაფროა გარკვეული   პტროდუქტი მომხმარებლისთვის’’ – განაცხადა მადონა კოიძემ.

111111111111111111111

რა გართულებები შეიძლება მოუტანოს ბავშვის ჯანმრთელობას უხარისხო სათამაშომ, ამის შესახებ კლინიკა  ’’მედკაპიტალის’’  პედიატრი  მაია ფრუიძე საუბრობს. იგი მიიჩნევს, რომ უმჯობესია, მშობლებმა ყურადღება ხარისხზე გაამახვილონ და არა ფასზე.

’’სათამაშოებით მოწამვლის ხშირი და მძიმე შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა კარგი იქნება, თუ ამ საკითხზე ყურადღება გამახვილდება, ვინაიდან, უხარისხო სათამაშო ბავშვმა თუკი ხშირად გამოიყენა ცხადია, გერდითი მოვლენები იჩენს თავს. განსაკუთრებით ეს ახასიათებს სათამაშოებს, რომლებსაც მძაფრი სუნი ასდის, რომელიც მოქმედებს ჰემოგლებინზე. როდესაც ბავშვებს რკინის დეფიციტი აღენიშნებათ, შესაძლოა შეისუნთქონ სათამაშოს მძაფრი სუნი. შედეგად კი რკინის ადგილას  სხვა ლითონი ჩადგება. შემთხვევა კი არ არის გამორიცხული,  ანემიის სახით გვიან გამოვლინდეს. გარდა ამისა, ბავშვი, როდესაც უვარგის სათამაშოს თამაშობს, შესაძლოა ამან იმოქმედოს ნერვიულ სისტემაზე, გააჩნია რა ლითონია,  რა მინერალებისა და ელემენტებისგან შედგება ნივთი. ბაზარზე წარმოდგენილია  ჩინური სათამაშოები, რომლებსაც სპეციფიური სუნი აქვთ.  გაყიდვაშია ბრჭყვიალა სათამაშოები, რომლებიც განსაკუთრებით გოგონების ყურადღებას იქცევენ , ასევე არის სპეციალურად  საბავშვო პარფიუმერია ,   არ ვიცი,  ეს პროდუქცია რამდენად ხარისხიანია, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, რომ მათთან შეხების შემდეგ ბავშვის სახეზე ალერგია გამოვლინდა. ცნობილი ფირმების სათამაშოები, რომელიც იყიდება აფთიაქში, უფრო დაცულია.  არ ვიცი,  პოპულარულ მაღაზიებში რამდენად ხარისხიანი სათამაშო იყიდება, თუმცა  უმჯობესია,  ნებისმიერ  შემთხვევაში მშობლებმა ყურადღება გაამახვილონ ხარისხზე და არა ფასზე. ხარისხზე კი სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და   კონტროლი გაამკაცროს.’’- აცხადებს პედიატრი.

სარეალიზაციოდ გატანილ სათამაშოებს ჩაუტარდა თუ არა  ლაბორატორიული კვლევა, ან რა სტატისტიკა არსებობს ამ კუთხით, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მივმართეთ, პრესსამსახურის განცხადებით,  ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით  არ აქვთ.

მომწამვლელი სათამაშოების შესახებ ინფორმაცია momxmarebeli.ge-ზე განთავსდა.

„საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სარეალიზაციოდ განთავსებული საქონელი მომხმარებლისთვის უსაფრთხო უნდა იყოს. იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად სრულდება კანონის ეს მოთხოვნა, 2016 წლის 31 ოქტომბერს ჩვენ თბილისის რამდენიმე მაღაზიაში შევიძინეთ 10 სხვადასხვა ტიპის თოჯინა და გავგზავნეთ გერმანიაში, სათამაშოების უსაფრთხოების შემმოწმებელ აკრედიტებულ ლაბორატორიაში, რომელსაც უსაფრთხოების რამოდენიმე ქიმიური მახასიათებლის შემოწმება ვთხოვეთ.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, ათი შემოწმებული სათამაშოდან ცხრაში აღმოჩნდა დიდი ოდენობით მავნე ნივთიერება დი-2-ეთილჰექსილფტალატი (DEHP), რომელიც ბავშვთა ჯანმრთელობისთვის საზიანოა,“ – წერია საიტზე.

 

ავტორი სალომე კვარაცხელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები