LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სათამაშოების მწარმოებელ ქართულ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართება

150

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 12 მარტს, 14:00 სთ-ზე გაიმართება მეორე ერთობლივი შეხვედრა სათამაშოების სექტორში მომუშავე ქართულ კომპანიებთან. ღონისძიებას 20-მდე კომპანია დაესწრება, რომლებიც ხელნაკეთ, ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოებს, სამაგიდო თამაშებსა და შემეცნებით-საგანმანათლებლო სახის სათამაშოებს აწარმოებენ.

შეხვედრის მიზანია ამ კომპანიების საჭიროებების კვლევის ანალიზი და სექტორის სამოქმედო გეგმის განხილვა. 

ღონისძიების ფარგლებში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოებას ევროპის მეწარმეთა ქსელის (Enterprise Europe Network) ვებ-გვერდზე რეგისტრაციის მნიშვნელობასა და აღნიშნული პლატფორმის შესაძლებლობებს გააცნობენ.

აღსანიშნავია, რომ პირველი სექტორული შეხვედრის ფარგლებში დასახული გეგმების გათვალისწინებით, 2018 წლის 31 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ნიურნბერგში გამართულ სათამაშოების გამოფენაზე – “Spielwarenmesse 2018” სამმა ქართულმა კომპანიამ: შპს „კოდალა“, შპს „ჯეოთოიზ“ და შპს „თამაშობანა“ მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ წარმატებულ შეთანხმებებსაც მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში ‒ ექსპორტის“ მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები