LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სათამაშოების მწარმოებელი ქართული კომპანიები Kids Turkey 2018-ზე წარდგებიან

90

2018 წლის 4-დან 7 ოქტომბრის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, სათამაშოების მწარმოებელ ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ, მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოში ერთ-ერთ მასშტაბურ სათამაშოების გამოფენაში – Kids Turkey 2018.

გამოფენა სტამბოლში გაიმართება და მასში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 130-ზე მეტი სათამაშოს მწარმოებელი კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში, დაინტერესებული პირები, 2018 წლის 4 აპრილამდე, უნდა დაუკავშირდნენ სააგენტოს შემდეგ ნომერზე: 15 25

გამოფენის შესახებ, დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://www.kidsturkey.com/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები