LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სათავგადასავლო სკოლის ნაწილში დახმარების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა – პრემიერი

53

„მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ქვეყანასთან, კონკრეტულად საფრანგეთთან, სათავგადასავლო სკოლის ნაწილში დახმარების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა,“ – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მთის მიმართულებით არა მხოლოდ ზამთრის სპორტის სახეობებში, არამედ გიდებისა და მარშრუტების მომზადების და სხვა პროცესებში შეგვიძლია, მთელი ჩვენი სამთო რეგიონები ძალიან მნიშვნელოვნად ჩავრთოთ. ეს არ იქნება მხოლოდ შეძლებული ადამიანებისა და ტურისტებისთვის განკუთვნილი მიმართულება. აქ შეიძლება მთელი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ჩაერთოს და კონკრეტული სარგებელი მიიღოს.

გიდებად გადამზადება მთაში მცხოვრებთათვის ახალი შესაძლებლობა იქნება, რომ მათ დამატებითი შემოსავალი მიიღონ და, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც 65%-ზე მეტი მთიანი მასივი აქვს. ეს არის უდიდესი სიმდიდრე, რომლის რეალიზაცია უნდა დავიწყოთ,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები