LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სატელევიზიო სივრცეში ახალი გასართობი არხი გამოჩნდება

142

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს „აიურვედამ“ მიმართა და შემეცნებითი/გასართობი არხის შესაქმნელად კერძო სპეციალიზებული ტელემაუწყებლობაზე ავტორიზაცია მოითხოვა.

კომპანია დღე-ღამეში 6 საათი იმაუწყებლებს ინტერნეტ ტექნოლოგიის და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების საშუალებით  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

კომისიამ შპს „აიურვედას“ განცხადება დააკმაყოფილა, კომპანია მაუწყებლობის დაწყებას  მიმდინარე წლის პირველ ოქტომბრამდე გეგმავს.