LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სატრანსპორტო კომპანია” წლების მიხედვით მეტროს თანამშრომლების ხელფასების ოდენობას აქვეყნებს

95

სატრანსპორტო კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მემანქანეების გაფიცვამ არ გამოიწვიოს მეტროს გაჩერება და  ქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის  შეფერხება, – ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.

სატრანსპორტო კომპანია მეტროს მემანქანეებს მოუწოდებს უფრო მეტად გაითავისონ ის პასუხისმგებლობა, რაც მათ საზოგადოების წინაშე გააჩნიათ.

კომპანიაში განმარტავენ, რომ „ერთობა 2013″-ის წევრები კერძოდ, საათობრივი ტარიფის გაზრდას ითხოვენ, რაც სახელფასო განაკვეთის 45%-ით ზრდას გულისხმობს.

“მოლაპარაკებების პროცესში სატრანსპორტო კომპანიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია არ განიხილავს დასაქმებულთა ცალკეული ჯგუფისთვის ანაზღაურების გაზრდას, ვინაიდან ეს გამოიწვევს სამართლიან უკმაყოფილებას სხვა თანამშრომლებში,”- აღნიშნულია განცხადებაში.

“სატრანსპორტო კომპანია” წლების მიხედვით მეტროს თანამშრომლების ხელფასების ოდენობას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ დინამიკა მზარდია.

კომპანიაში განმარტავენ, რომ თბილისის სატრანპორტო კომპანიაში  დასაქმებულია 6300-მდე თანამშრომელი და  მათი პირობების გაუმჯობესება კომპანიისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები დასაქმებულთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის.

“კონკრეტულად, მეტროს მემანქანეებისთვის კეთილმოეწყო სპეციალური მოსასვენებელი ოთახები. ასევე თითოეულ მემანქანეს შესაძლებლობა აქვს აიმაღლოს კვალიფიკაცია ტექნიკურ სკოლაში და მიიღოს უფრო მეტი ანაზღაურება (სწავლის პერიოდში მემანქანე იღებს ხელფასს), თანრიგის ცვლილების შესაბამისად.

კომპანიაში დაინერგა წელთა ნამსახურეობისა და ღამის სამუშაოების ტარიფების ზრდა, რაც დადებითად აისახა თანამშრომელების შემოსავლებზე,”- აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

 

 

პოპულალურები