LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სატრანსპორტო კომპანიის მიერ ”სითი პარკის” ფუნქციების შესრულების რესურსი გვაქვს – კახა კალაძე

58

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, იმისთვის, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ „სითი პარკის“ ფუნქციები შეასრულოს, ყველანაირი რესურსი არსებობს.

„ჩვენ ყველანაირი რესურსი გვაქვს ადამიანების და ტექნიკის თვალსაზრისით და პრობლემა არ არსებობს, თუმცა, რა თქმა უნდა, იქ მომუშავე ადამიანების ბედიც მაღელვებს, როგორც დედაქალაქის მერს. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის ინსპექტორები, ვინც ამდენი წლის განმავლობაში მუშაობდნენ, მათი გამოცდილება და კვალიფიკაცია იქნას გამოყენებული და აუცილებლად მივხედავთ ამ ადამიანებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომპანია „სითი პარკს“ დედაქალაქის მერიამ ხელშეკრულება ცოტა ხნის წინ შეუწყვიტა, მის ფუნქციას 10 აპრილის შემდეგ თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები