LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუბარი, რომ აშშ-მ, შესაძლოა, საქართველოსადმი ყურადღება შეასუსტოს, უსაფუძვლოა – უსუფაშვილი პენსთან შეხვედრაზე

69

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.

„შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მაიკ პენსთან, სხვა საკითხებთან ერთად, დემოკრატიული სტანდარტების დაცვაზე ისაუბრეს.

„ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს შევთავაზე და შევთანხმდით შემდეგ ფორმულაზე: თუკი მათი მხრიდან არის USA – first, Georgia next (პირველ რიგში აშშ, შემდეგ კი – საქართველო), ჩვენი მხრიდან იქნება, Georgia first – USA next (პირველ რიგში საქართველო, შემდეგ – აშშ) – ჩვენ ამაზე შევჯერდით.

საუბრები იმაზე, რომ საქართველო ქრება დემოკრატიული სამყაროს რადარებიდან, საუბრები იმის თაობაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში შესაძლოა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსადმი ყურადღება შეასუსტოს, ან პოზიციები შეარბილოს, ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. საქართველო ვერ იქნება ვერც დაცული და ვერც დემოკრატიული, თუ საქართველო არ იქნა ეკონომიკურად ძლიერი. დემოკრატიული სტანდარტების დაცვაზე რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ და აღვნიშნე, რომ საქართველოს აქვს სერიოზული პრობლემა ამ თვალსაზრისით, მაგრამ გვქონდა უფრო დიდი პრობლემები რამდენიმე წლის წინ. ანუ ჩვენი ამოცანაა, რომ ვიაროთ წინ და არ ვედრებოდეთ წინა ხელისუფლებას,“ – განაცხადა უსუფაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები