საუდის არაბეთი “დელტას” წარმოებული ტექნიკის იმპორტს გააგრძელებს

132

საუდის არაბეთი დაინტერესებულია, განაგრძოს საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობა, “დელტას” მიერ წარმოებული ტექნიკის ექსპორტის მიმართულებით.

ამის შესახებ ცნობილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ აბდულ რაჰმან ბინ სალეჰი ალ-ბანიანის შეხვედრაზე გახდა.

შეგახსენებთ,  სსსტც „დელტამ“ გასულ წლებში,  საუდის არაბეთის მიერ გამოცხადებულ ტენდერში  გაიმარჯვა და ვალდებულება აიღო სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანის მიწოდებაზე, რომელთა საერთო ღირებულება 100  მილიონამდე ლარი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები