LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუდის არაბეთის აღიარება – ჯამალ ხაშოგი მოკლულია

72

ჯამალ ხაშოგი მოკლულია.  საუდის არაბეთმა ჟურნალისტის დაღუპვის ფაქტი ოფიციალურად აღიარა. მომხდართან დაკავშირებით 18 ადამიანია დაკავებული.

საუდის არაბეთის სახელმწიფოს სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ რაც ჟურნალისტი სტამბოლში მდებარე საკონსულოში შევიდა, მასსა და დიპლომატიური უწყების წარმომადგენელს შორის მწვავე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაც საბოლოოდ მსხვერპლით დასრულდა.

ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის მეფემ რამდენიმე მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის  მკვლელობის ფაქტს მიუღებელი უწოდა, მაგრამ, ამავდროულად, საუდის არაბეთი ამ ფაქტის აღიარებისთვის შეაქო.

ტრამპმა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა იმ ფაქტს, რომ საუდის არაბეთმა ამ საქმეზე რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავა.

ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. თურქეთის ხელისუფლება პასუხისმგებლობას საუდის არაბეთს აკისრებს და ამტკიცებს, რომ ხაშოგისსხეული მკვლელობის შემდეგ დაანაწევრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები