LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუდის არაბეთის პრინცესა ტრადიციულ სამოსში Vogue-ის გარეკანზე (ფოტო)

298

Vogue Arabia-ს ივნისის ნომრის გარეკანზე საუდის არაბეთის პრინცესა, აბდალა ალ საუდი მოხვდა. მეფის ქალიშვილი ჟურნალის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ავტომობილის საჭესთან, ტრადიციულ სამოსში პოზირებს. ამით აბდალა ალ საუდი იმ ცვლილებებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ბოლო დროს საუდის არაბეთში ქალებთან მიმართებაში ხდება.

საინტერესოა, რომ საუდის არაბეთში მომავალი თვიდან ქალებს ავტომობილის მართვის უფლება მიეცათ. ამისთვის ბრძოლა 90-იანი წლებიდან დაიწყო და 30 წელს გაგრძელდა. პრინცესა ორ განსხვავებულ ანსამბლში პოზირებს და ტრადიციებისა და თანამედროვეობის ლამაზ სინთეზს გვთაზობს: „პირადად მე დიდი ენთუზიამით ვხვდები ცვლილებებს. ადვილია კომენტარები სხვა ქვეყნიდან აკეთო და იძახო, რომ შენთან ყველაფერი რიგზეა. დასავლურმა სამყარომ უდნა იცოდეს, რომ ყველა ქვეყანა სპეციფიკურად ლამაზი და უნიკალურია. ჩვენ გვაქვს სუსტი და ძლიერ მხარეები“, – ამბობს საუდის არაბეთის პრინცესა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები