LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუდის არაბეთის პრინცი : ქალებს მართვის უფლება უნდა მიეცეთ

40

საუდის არაბეთში ქალ მძღოლებთან დაკავშირებით შეხედულება შეცვალეს  – პრინცმა ალვალეედ ბინ თალალმა საკუთარ ბლოგ-პოსტში განაცხადა, რომ დროა,  ქალებმა მანქანების მართვა დაიწყონ.

რა გახდა პოზიციის შეცვლის მიზეზი? „სიენენი“ წერს, რომ სამეფოს ახალი მთავრობა ეკონომიკის მოდერნიზაციას ცდილობს.

მილიარდერი პრინცი მთავრობის წევრი არ არის, მაგრამ ცნობილია გლობალური ინვესტიციების განხორციელებით. ის აღნიშნავს, რომ აკრძალვა ქალების უფლებებს არღვევს, ამასთან, ეკონომიკის ერთგვარი მუხრუჭია, რადგან ქალებს მართვის უფლების არქონა მუშაობაში პრობლემებს უქმნის.

„მილიონზე მეტ ქალს სჭირდება უსაფრთხო ტრანსპორტი სამსახურამდე მისვლისთვის,“ – წერს პრინცი.

უმეტეს შემთხვევაში, მათ უხდებათ მძღოლების, ან ტაქსის დაქირავება, ხშირად კი ქმრებზე არიან დამოკიდებული.

“ეს მდგომარეობა კი ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება და დასაქმებულების პროდუქტიულობას ძირს უთხრის,“ – წერს ალვალეედი.

წელს სამეფო 2030 წლისთვის ეკონომიკის საკუთარი ხედვა წარადგინა, სადაც დასახულია გზები, ქვეყნის შემოსავლების დივერსიფიკაციისთვის. მთავრობა უკვე განიხილავს გადასახადების დაწევას, წყალსა და ელექტროენერგიაზე სუბსიდირების შემცირებას, მაღალჩინოსნების ხელფასების დაკლებას.

რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია პრინც მოჰამედ ბინ სალმანის ინიციატივა, 22%-დან 30%-მდე გაიზარდოს  ქალების წილი დასაქმებულებს შორის.

ოჯახები, როლებსაც უცხოელი მძღოლები ჰყავთ დაქირავებული, ყოველთვიურად 3,800 რიალს (1000 დოლარი) დაზოგავენ, თუ ქალებს მართვის მოწმობის აღების უფლება მიეცემათ. დაზოგილი თანხა კი კვლავ ქვეყნის ბიუჯეტში შევა და არა უცხოელი მძღოლების ოჯახებში, საზღვარგარეთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები