LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუდის არაბეთის უმსხვილესი კომპანია საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა

13

საუდის არაბეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Al-Bawani Group-ი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს ეცნობა.

ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები, ტურისტული პოტენციალი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები Al-Bawani Group-ის აღმასრულებელ დირექტორს, ფახერ ალ შავაფს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცნო.

Al-Bawani Group-ი, რომელსაც სხვადასხვა სფეროში საქმიანობის  30-წლიანი გამოცდილება აქვს, 10-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს. ჯგუფის წამყვანი სფერო მშენებლობაა. Al-Bawani Group-ი ძირითადად სახელმწიფო სექტორთან თანამშრომლობს და საუდის არაბეთის სამეფოს რამდენიმე სამინისტროსა და უმსხვილესი კომპანიის კონტრაქტორია.

ჯგუფი, ძირითადად, სავაჭრო ცენტრებს, საცხოვრებელ კომპლექსებსა და სამხედრო დანიშნულების ობიექტებს აშენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები