LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუდის არაბეთის წამყვანი ავიაკომპანიები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

66

დღეს, TAV Holding-ის ორგანიზებით,  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, TAV-ის მმართველობაში არსებულ მედინას აეროპორტში ოპერირებად ავიაკომპანიების  გაერთიანებული კომიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

TAV Georgia-მ სტუმრებს საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალისა და კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მედინას აეროპორტის წამყვანი ავიაკომპანიიები  ქვეყნის ავიაბაზრითაც დაინტერესდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, დისკუსიის დროს კი მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრეს.

3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ავიაკომპანიის წარმომადგენლები ტავ ჯორჯიას ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეწვევიან და ქვეყნის ინფრასტრუქტურასა და ტურისტულ პოტენციალს ადგილზე გაეცნობიან.

TAV Holding-ი ფრანგულ კომპანია ADP-ისთან ერთად მსოფლიოს 4 კონტინენტზე,  37 აეროპორტში ოპერირებს, მათ შორის  საუდის არაბეთის, მედინას აეროპორტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები