LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუდის არაბეთმა გენიალურად წარადგინა მუნდიალის შემადგენლობა (ვიდეო)

40

საუდის არაბეთი მსოფლიო ჩემპიონატზე წასაყვან ფეხბურთელებზე ჩამოყალიბდა და ეს ამბავი გენიალური რგოლით წარუდგინა ქომაგებს. შეიხები, მშენებლები, მძღოლები, ბავშვები, ოფისის თანამშრომლები, ბიჭი ოპერაციის შემდეგ, ბარისტა და კინოთეატრში მყოფი ტიპებიც – მთელი ქვეყანა გაიგებს ნაკრების შემადგენლობას. მაგარი მომენტია, როდესაც მოჰანად ასერის შვილი ამბობს, რომ მამამისი შემადგენლობაში მოხვდა.

ნაკრებში ესპანეთში მოთამაშე სამი ფეხბურთელია: ალ დოსარი (ვილიარეალი), ალ შეხრი (ლეგანესი) და ალ მუვალადი (ლევანტე). დანარჩენები ადგილობრივ გუნდებში გამოდიან.

საუდელები А ჯგუფში არიან და ისინი გახსნით მატჩს ითამაშებენ მასპინძელ რუსეთთან (14 ივნისი). შემდეგ კი ურუგვაი და ეგვიპტე ელოდებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები