LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუდის არაბეთში 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

66

BBC-ს ცნობით, საუდის არაბეთში მასშტაბური ანტიკორუფციული კაპმანია დაიწყო. კორუფციის ბრალდებით საუდის არაბეთის სამეფოს 11 პრინცი დააკავეს. საკადრო წმენდის ინიციატორი, ნავთობით მდიდარი სამეფოს, ტახტის ახალგაზრდა მემკვიდრეა. ის პირობას დებს, რომ რადიკალურ რეფორმებს  გაატარებს.

“საუდის არაბეთი ისეთი იქნება როგორიც ადრე იყო. ზომიერი ისლამის სახელმწიფო , რომლის კარი სხვა რელიგიების წარმომადგენლებისთვის ღიაა”- განაცხადა მუჰამედ ბინ სალმანმა

ანტიკორუფციულმა კომიტეტმა სამეფო ოჯახის 11 წევრის გარდა, კიდევ 38 წევრი დააკავა.მათ შორისაა მეფის ძმის შვილი და მსფოლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი ალვალედ ბინ თალანი. Forbes-ი მის ქონებას 17 მილიარდ დოლარად აფასებს.მასთან ერთად ფეშენებელური სახლებიდან საკნებში რამდენიმე ყოფილი მინისტრი, დეპუტატი და ბიზნესმენი მოხვდება. სამეფო კარზე ამბობენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

მათი დაკავების გადაწყვეტილება ეროვნულმა ანტიკორუფციულმა კომიტეტმა მიიღო, რომელსაც ტახტის მემკვიდრე, პრინცი მუჰამედ ბინ-სალმანი ხელმძღვანელობს. ამ უწყებას გამოძიების, დაკავების, თვალთვალის და იმ კერძო პირების პირადი ანგარიშების დაყადაღების უფლება აქვს, რომლებიც ფინანსურ მაქინაციებში არიან ეჭვმიტანილნი.

საუდის არაბეთში 5-იდან 7 ათასამდე ამირა-პრინცი ცხოვრობს, რომელიც იბნ საუდის შთამომავლები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები