LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუდის არაბეთში 35 წლის განმავლობაში პირველად კინოთეატრში ფილმის ჩვენება გაიმართა

55

საუდის არაბეთში 35 წლის განმავლობაში პირველად კინოთეატრში ფილმის ჩვენება გაიმართა. ამის შესახებ ჟურნალი Newsweek იუწყება.

კინოთეატრების მუშაობაზე აკრძალვის მოხსნის შემდეგ პირველი ფილმი 2017 წლის ანიმაცია „ემოჯი ფილმი“ ნახეს.

Newsweek-ის ინფორმაციით, კინოთეატრში მისულებმა არა მხოლოდ ფილმის ნახვა, არამედ პოპკორნის ყიდვაც შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ კინოთეატრები საუდის არაბეთში 1980-იანი წლების დასაწყისში აკრძალეს. კინოს სანახავად საუდელები მეზობელ ბაჰრეინში დადიოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები