LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუდის არაბეთში ფეხბურთელს გოლის აღნიშვნის გამო იჭერენ (ვიდეო)

48

ფეხბურთელი საუდის არაბეთიდან შესაძლოა ციხეში გაუშვან მატჩის დროს დების გაკეთებისთვის.
ბიჭმა ადგილობრივი კანონები არ გაითვალისწინა.

კლუბ „ალ ნოჯუმის“ სათადარიგო ფეხბურთელმა დაუფიქრებელი მოძრაობა გააკეთა ჩემპიონთა თასის შეხვედრისას და ამისთვის შესაძლოა თავი ვირის აბანოში ამოყოს.

გოლის შემდეგ ფეხბურთელმა დები გააკეთა, რაც საუდის არაბეთის ტერიტორიაზე აკრძალულია. ხელისუფლება ამ ჟესტს ნარკოტიკების გავრცელებასთან აკავშირებს.
იმაზე, რომ ფეხბურთელმა რაღაც არამართებული გააკეთა, კომენტატორის სიტყვებიც მეტყველებს, რომელმაც შიშით არაერთხელ წამოიყვირა: არა, არა, არა!

დებ 2014 წელს აშშ-ში მოიფიქრეს.
ამ ფორმით გოლს ხშირად აღნიშნავენ „მანჩესტერის“ ფეხბურთელები პოლ პოგბა და ჯესი ლინგარდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები