LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუდის არაბეთში პრინცი სიკვდილით დასაჯეს

156

საუდის არაფეთში პრინცი თურქ ბინ საუდ ალ-ქაბირი სიკვდილით დასაჯეს, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სასიკვდილო განაჩენი სამეფო ოჯახის წარმომადგენელს გამოუტანეს.

პრინცი საუდის არაბეთის მოქალაქის მკვლელობაში დამნაშავედ 2014 წელს ცნეს. გარდაცვლილი მკვლელობაში ბრალდებულის მეგობარი იყო.

შარიათის კანონით, რომელიც საუდის არაბეთში მოქმედებს, სიკვდილით ისჯება მკვლელობა, ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდა, შეიარაღებული ძარცვა, გაუპატიურება და ღმერთის გმობა.

Amnesty International-ის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში სასიკვდილო განაჩენი 158 ადამიანს გამოუტანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები