LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუდის არაბეთში ქალები ფეხბურთის მატჩს პირველად დაესწრნენ

23

საუდის არაბეთის ხელისუფლება ქალებთან მიმართებაში პოლიტიკის ლიბერალიზაციას განაგრძობს. ავტომობილის მართვის უფლების შემდეგ, ქალებს უკვე ფეხბურთის მატჩებზე დასწრების ნებართვაც მისცეს. სამეფოს გადაწყვეტილებით, ქალები მამაკაცების გარეშე სამ მატჩზე შეძლებენ დასწრებას, თამაშის ნახვა კი სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ტრიბუნებიდან იქნება შესაძლებელი.

საუდის არაბეთში მცხოვრები ქალები მამაკაცების გარეშე,  პირველ თამაშს ჯიდაში დაესწრნენ. ამ დღისთვის სუვენირების მაღაზიები საგანგებოდ მოემზადნენ და  დაიწყეს გაყიდვა თავსაბურავების , რომლებზეც საფეხბურთო გუნდების ლოგოებია ამოქარგული.

ლიბერალური პოლიტიკის გატარება საუდის არაბეთმა 2015 წლიდან დაიწყო, მაშინ ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება პირველად მიეცათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები