LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუდის არაბეთში ქალებს ავიადისპეჩერობის უფლება მისცეს (ვიდეო)

37

პირველად  ისტორიაში, საუდის არაბეთში მცხოვრები ქალები, ავიადისპეჩერის პოზიციაზე მუშაობას შეძლებენ. ამის შესახებ გამოცემა Arabian Business-ი წერს.

Saudi Air Navigation Services-ი, მზადაა სახელმწიფო აკადემიაში სამოქალაქო ავიაციის ერთწლიანი კურსის გავლის შემდეგ ქალი თანამშრომლები მიიღოს. ეს ინიციატივა ეროვნული პროგრამა Vision 2030-ის ნაწილია, რომლის მიზანიცაა ეკონომიკის დივერსიფიკაცია, ქვეყნის ნავთობინდუსტრიაზე დამოკიდებულების შემცირება და ქვეყნის ქვეშევრდომთათვის სამუშაო ადგილების რაოდენობის გაზრდა.

საუდის არაბეთში ქალებს, ქმრის ან ახლო ნათესავი კაცის გარეშე, არ შუეძლიათ სახელმწიფო დაწესებულებებს ეწვიონ , მათ შორის აეროპორტებსაც. ნებისმიერი სოციალურ აქტივობაში მონაწილეობისთვის, მათ აუცილებლად უნდა აიღონ ნებართვა კაცისგან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები