LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუდის არაბეთში ქალებს ფეხბურთზე დაუშვებენ: პირველად ისტორიაში

51

არაბულ სამყაროში წესები იცვლება. ადრე ქალი სტადიონზე პატიმრობით ისჯებოდა.

რა მოხდა?

ფეხბურთი საუდის არაბეთში არასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო: ამიერიდან ქალებს სტადიონზე შეუშვებენ. 12 იანვარს „ალ აჰლი ჯიდა“ და „ალ ბატინი“ თამაშობენ და ისინი ქალ აუდიტორიასაც მოიზიდავენ.

ბოლო დროს საუდეთში მკვეთრად შეიცვალა ქალების მდგომარეობა. მეფე სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდმა გააფართოვა მათი უფლებები. მაგალითად, 2018 წლიდან ქალები შეძლებენ დამოუკიდებლად მართონ ავტომობილი, იარონ სტადიონზე, რესტორანში, კინოში, ხოლო სახელმწიფო სკოლის მოსწავლეებს უფლება აქვთ სპორტით დაკავდნენ.

სამ ქალაქში – ელ რიადში, ედ დამამესა და ჯიდეში სტადიონებიც კი გადააწყვეს, რათა ქალი გულშემატკივრებისთვის სპეციალური სექტორი შეექმნათ. ქალებისთვის ცალკეა საბილეთო სისტემა და შესასვლელი ელექტრონული კარი.

ფორმალურად ეს ქალების პირველი წასვლა არ არის სტადიონზე. 2017 წლის სექტემბერში ქალები შეუშვეს მეფე ფაჰდას სახელობის სტადიონზე ელ რიადში, სადაც ქვეყნის დაარსების 87-ე წლისთავი აღინიშნებოდა. თუმცა მაშინ სპორტული ღონისძიებები არ გამართულა.

 

ისინი ოლიმპიადაზე იყვნენ

2012 წლამდე ოლიმპიურ თამაშებზე არცერთი საუდელი ქალი არ ყოფილა. ქვეყანაში ქალების სპორტი კი იყო, მაგრამ ოლიმპიადაზე მონაწილეობა ისლამურ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. სირთულეებს ტანისამოსი ქმნიდა.

თუმცა საუდის არაბეთმა ვერ გაუძლო ოლიმპიური კომიტეტის ზეწოლას და ლონდონის თამაშებზე ორი სპორტსმენი მიავლინა – ძიუდოსტი ვოდჯან შაჰრანი (პირველივე ორთაბრძოლა წააგო) და სპრინტერი სარა ატარი (ბოლო მივიდა ფინიშთან 800 მეტრიან სირბილში). ტრიბუნები მათ აპლოდისმენტებით შეხვდნენ, სამშობლოში კი მათზე ფაქტობრივად არ წერდნენ. სოცქსელებში კი აგრესიასაც კი იწვევდნენ.

ამას ხელი არ შეუშლია სარა ატარისთვის 2016 წელს რიოში წასულიყო, სადაც მარათონში მიიღო მონაწილეობა და 132-ე მივიდა ფინიშის ხაზთან. ასევე მონაწილეობდა მოფარიკავე ლუბნა ალ-ომაირი, ხოლო ძიუდოსტი ჯუდ ფაჰმი გათამაშებიდან უცნაურ ვითარებაში მოხსნეს.
მძლეოსანი კარიმან აბულდჯადაელი (ფოტოზე) მეშვიდე იყო 100 მეტრზე რბენაში, რითაც საუდის არაბეთის ახალი რეკორდი დაამყარა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები