LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო 10 დეტექტივი უქმეებზე სანახავად

859

თუ უქმეებზე ჩვეული ხმაურიანი გართობა მოგბეზრდათ, სახლში მოიწყვეთ კინოთეატრი, მოიმარაგეთ „სასუსნავი“ და ისიამოვნეთ საუკეთესო დეტექტივებით.

„სლევინის ბედნიერი რიცხვი“ (Lucky Number Slevin) – პოლ მაკკიგანის ფილმი ჯოშ ჰარტნეტის, ბრიუს უილისის, მორგან ფრიმენისა და ბენ კინგსლის მონაწილეობით, ახალგაზრდა კაცის ისტორიაა, რომელიც მეგობრის ბინაში დასახლებული  მოულოდნელობით სავსე თავგადასავალში ებმება.

„სიცრუის ილუზია“ და „სიცრუის ილუზია 2“ (Now You See Me / Now You See Me 2) – ჯონ ჩუს კომედიური დეტექტივის პირველ ნაწილში, საუკეთესო ილუზიონისტთა კვარტეტი (ვუდი ჰარელსონი, ჯესი აიზენბერგი, დეივ ფრანკო, ლიზი კაპლანი) პოლიციის გაცურებით თავხედურ ძარცვას ახორციელებს, მეორე ნაწილში კი, „ოთხი მხედარი“ მსხვილმასშტაბიანი თაღლითობის გეგმით ბრუნდება.

„საუკეთესო წინადადება“ (La migliore offerta) – ჯუზეპე ტორნატორეს ფილმში ხანდაზმული აუქციონისტი, რომელიც მთელი ცხოვრება თაღლითობით აღწევდა წარმატებას, ბოლოს თვითონ აღმოჩნდება მოტყუებული. მთავარი როლები ფილმში არაჩვეულებრივმა ჯეფრი რაშმა, დონალდ საზერლენდი, ჯიმ სტერჯესმა და სილვია ჰუქსმა შეასრულეს.

„დევიდ გეილის ცხოვრება“ (The Life of David Gale) – დევიდ გეილის ისტორია, რომელიც მთელი ცხოვრება სიკვდილით დასჯას ებრძოდა, ბოლოს კი, მკვლელობაში ბრალდებული თვითონ აღმოჩნდა სიკვდილმისჯილი, მაყურებელს ალან პარკერმა შესთავაზა, მთავარი როლები კი, კევინ სპეისიმ და ქეით უინსლეტმა შეასრულეს.

„მისტერიუმი. დასაწყისი“ და „მისტერიუმი: ხოხობზე მონადირენი“ (Kvinden i buret / Fasandræberne) – დანიელი რეჟისორის მიკელ ნერგორის ტრილერი მაყურებელს პოლიციის სპეციალური განყოფილების და მუდამ მოღუშული დეტექტივის კარლ მარკის ისტორიას მოუთხრობს, რომელიც ახალგაზრდა ქალის იდუმალებით მოცულ სიკვდილს იძიებს.

„ქარიანი მდინარე“ (Wind River) – ტეილორ შერიდანის დეტექტიურ ტრილერში ინდიელების რეზერვაციაში ადგილობრივი გოგონას მკვლელობას, ახალბედა დეტექტივი და გამოცდილი მონადირე იძიებენ ელიზაბეტ ოლსენისა და ჯერემი რენერის შესრულებით.

„საჰაერო მარშალი“ (Non-Stop) – ჟაუმა კოლეტ-სერა ისტორია თვითმფრინავის ბორტზე ვითარდება, საჰაერო მარშალი ბილი მარშალი, ლიამ ნისონის შესრულებით კი, რომელიც დიდი ხანია ფრენის უსაფრთხოებაზე აგებს პასუხს, მოულოდნელად ამერიკული სპეცსამსახურების სამიზნედ იქცევა.

„ცოცხლად დამარხული“ (Buried) – თუ კლაუსტროფობია გაწუხებთ, უმჯობესია თავი შეიკავოთ როდრიგო კორტესის ფილმის ნახვისგან, რადგან 90-წუთიანი ისტორიის ერთადერთ „დეკორაციას“ უდაბნოს ქვიშაში ჩაფლული ყუთი წარმოადგენს, რომელშიც რაიან რეინოლდსის პერსონაჟია გამომწყვდეული.

„გამომძიებელი“ (Sleuth) – კენეტ ბრენას ფსიქოლოგიური ტრილერში, რომელიც ჯოზეფ მანკევიჩის 1972 წელს გადაღებული ფილმის რიმეიქია, ხანდაზმული მწერალი ენდრიუ უაიკი მეუღლის საყვარელთან ერთად გეგმავს გრანდიოზულ თაღლითობას, რომელიც დიდი ხნით უზრუნველყოფს მათ უდარდელ მომავალს. მთავარი როლები ფილმში მაიკლ კეინმა და ჯუდ ლოუმ შეასრულეს.

„სახეები ბრბოში“ (Faces in the Crowd) – ჟულიენ მანია მაყურებელს ახალაგაზრდა ქალის ისტორიას მოუთხრობს, რომელიც შემთხვევით გახდა მკვლელობის მოწმე და მართალია, მოძალადის სახე დაინახა, მაგრამ ძლიერი სტრესის ფონზე განვითარებული ამნეზიის გამო ვეღარ ახერხებს მის ამოცნობას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები