LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისთვის: რეიტინგში საქართველო წამყვან პოზიციას იკავებს

423

საქართველო მოხვდა ქვეყნებში, სადაც ბიზნესის კეთებისთვის 2017 წელს ერთ-ერთი ყველაზე კარგი გარემოა. რეიტინგის მიხედვით, საქართველომ რეგიონალური ლიდერის სტატუსი წელსაც შეინარჩუნა.

რეიტნიგში “საუკეთესო ევროპული ქვეყნები, ბიზნესის წამოწყებისთვის” საქართველომ თავისი შედეგი წინა წელთან შედარებით, გაიუმჯობესა. 24-ე ადგილიდან მან მე-20 ადგილზე გადმოინაცვლა. აღსანიშნავია, რომ საქართველო რეიტინგში ყველა მეზობელ ქვეყანაზე წინ არის.

მეზობელი ქვეყნების გარდა, საქართველო უსწრებს ისეთ სახელმწიფოებს, როგორიცაა იტალია, ესპანეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი და ა.შ.

რეიტინგში პირველ ადგილს დანია იკავებს, ხუთეულში კი შედის შვედეთი, ფინეთი, ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი.

რეიტინგის ბოლოში მოხვდა ბოსნია – ჰერცოგოვინა, მოლდოვა, რუსეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა.
რეიტინგული სია ევროპულმა პალატამ გამოაქვეყნა. როგორც კვლევაშია მითითებული, პალატამ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის ინდექსები გამოიყენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები