LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო ფრანგული კომედიები, რომლებიც სიყვარულის დედაქალაქში გადაიღეს

„ანონიმური რომანტიკოსები“ (Les émotifs anonymes, 2010) –  ბენუა პულვორდის და იზაბელ კარეს ფრანგულ-ბელგიური კომედია მაყურებელს ახალგაზრდა წყვილის – კონდიტერი გოგონასა და მისი მორცხვი კოლეგას სიყვარულის ისტორიას მოუთხრობს. 2011 წელს ფილმმა „სეზარის“ პრემია მოიპოვა და კრიტიკოსების დადებითი შეფასებაც დაიმსახურა.

„გულთამპყრობელი“ (L’arnacoeur , 2010) – პასკალ შომელის რომანტიკული კომედია ვანესა პარადისა და რომენ დიურის მონაწილეობით, უცნაური სააგენტოს ისტორიაა, რომლის თანამშრომლები წყვილების დაშორებით შოულობენ ფულს, თუმცა, როცა ალექსი  ჯულიეტას ხვდება, ყველაფერი იცვლება, რადგან ახალგაზრდა კაცს მთელი გულით უყვარდება მომხიბვლელი ფრანგი ქალბატონი და მისი ქორწილის ჩაშლასაც საკუთარი მიზნების განსახორციელებლად ცდილობს.

„შეშლილი ქორწილი“ (Qu’est-ce qu’on a fait au Bon Dieu? 2014) – ასაკოვანი ფრანგი წყვილი, რომელთა სამმა ქალიშვილმა სხვადასხვა ეროვნებისა და რწმენის მამაკაცი აირჩია მეუღლედ, ახლა მეოთხე ქალიშვილის ქორწილისთვის ემზადება და სულ ამაოდ აქვთ იმედი აქვს, რომ ამჯერად მაინც შევა მათ ოჯახში ფრანგი სიძე. ფილმი ნაციონალური ესპანური პრემიის „გოიას“ ლაურეატი გახდა და საუკეთესო ევროპულ ფილმად დასახელდა.

„პატარ ნიკოლას არდადეგები“ (Les vacances du petit Nicolas, 2014) – ფილმის მთავარი გმირი პატარა ნიკოლაა, რომელიც დედასთან და ბებისათან ერთად მხიარულად ისვენებს ზღვის სანაპიროზე, თუმცა მისი ცხოვრება ნამდვილ კატასტროფას ემსგავსება, როცა ელიზაბეტი უყვარდება და მეგობრებს დედისგან გაქცევაში თხოვს დახმარებას.

„ჩინური თავსატეხი“ (Casse-tête chinois, 2013) – განქორწინების შემდეგ ვენდი ცხოვრების რადიკალურად შეცვლის სურვილით ნიუ-იორკში მიემგზავრება მცირეწლოვან შვილებთან ერთად, ქსავიე კი, ადგილს ვერ პოულობს მშობლიურ პარიზში და ბავშვების სანახავად შეერთებულ შტატებში ჩადის, სადაც საკუთარ გრძნობებში გარკვევას და ახალი სიყვარულის პოვნასაც ახერხებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები