LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო ქმრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

1170

მართალია, „იდეალური ქმარი“ საკმაოდ ინდივიდუალური მცნებაა, მაგრამ ზოგიერთი მამაკაცი მართლაც სხვებზე უკეთ ერგება ოჯახურ ცხოვრებას,  ითვალისწინებს ტრადიციულ შეხედულებებს და ყოველთვის მზადაა კომპრომისებისთვის. მაშ ასე, რომელი ზოდიაქოს ნიშნები შედიან საუკეთესო ქმრების ტოპ– სამეულში.

12. ტყუპები

ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამაკაცი ნაკლებად საიმედო მეუღლეა, რომელიც არც ტრადიციულ ფასეულობებს ითვალისწინებს, არც ოჯახის უზრუნველყოფაზე ზრუნვით იღლის თავს. მართალია, ცხოვრება მის გვერდით საინტერესო და მრავალფეროვანია, მაგრამ ყოველთვის დაძაბული და არასასიამოვნო სიურპრიზებით სავსე. რაც მთავარია, ვერასდროს გაიგებთ რა ადგილი გიჭირავთ მის ცხოვრებაში, რადგან ხასიათის ხშირი ცვლილების წყალობით მას ან სიგიჟემდე უნდა თქვენთან შეხვედრა ან ისე იქცევა თითქოს საერთოდ არ გიცნობთ. გარდა ამისა, ტყუპები აზარტული თამაშებისა და ფლირტისკენ არიან მიდრეკილი, რაც კიდევ უფრო ართულებს ოჯახურ ცხოვრებას.

  1. მერწყული

მერწყულის ნიშნით დაბადებული მამაკაცი „ნედლ მასალას“ ჰგავს, რომლისგანაც ბრწყინვალე მეუღლის გამოძერწვა შეიძლება. მერწყული არც შეგაწუხებთ, არც თავს მოგაბეზრებთ არასდროს, ყოველთვის დაგეხმარებათ ფინანსურად, თუმცა მთელ ცხოვრებას საკუთარ სამყაროში და ოცნებებში გაატარებს.  ამგვარი მამაკაცის რჩეული აუცილებლად კეთილი და სამართლიანი უნდა იყოს, რომელიც ყოველთვის მზად იქნება ცვლილებებისა და სიურპრიზებისთვის, რადგან საკმაოდ თავქარიან მერწყულს ნაკლებად აინტერესებს ოჯახური ცხოვრება და როგორ სწრაფადაც ოჯახდება, ზუსტად ისეთივე სისწრაფით შეუძლია მისი დანგრევა.

  1. თევზები

როცა საქმე ქორწინებას ეხება, თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამაკაცს უკიდურესობაში გადავარდნა ახასიათებს. ის იდეალისტია, სჯერა სიყვარულის და მზადაა პარტნიორის ყველა კაპრიზი შეასრულოს. თუმცა, თუ იმედი გაუცრუვდა და მიხვდა, რომ არჩევანში შეცდა, მაშინ საკუთარ თავში ჩაიკეტება და ტყუილთან ერთად არც ღალატს მოერიდება. თევზ მამაკაცს ჭკვიანი და პრაქტიკული მეუღლე სჭირდება, რომელიც მუდმივად დაეხმარება წონასწორობის შენარჩუნებაში.

  1. მშვილდოსანი

მშვილდოსანი ერთდროულად რომანტიკულიცაა და მზრუნველიც, ძლიერიც და მამაკაცურიც. თუმცა, სწრაფად კარგავს რეალობის შეგრძნებას და აიდეალებს საყვარელ ქალბატონს, რაც საბოლოოდ იმედგაცრუებისა და უკმაყოფილების მიზეზი ხდება. თუ პარტნიორი არასდროს შეზღუდავს მის თავისუფლებას, გაიზიარებს მის სურვილებს და ყველა მისწრაფებას, მაშინ მერწყულთან ქორწინება მყარი და ბედნიერი იქნება. თუმცა, გაითვალისწინეთ, მერწყულს სწრაფად ბეზრდება ნებისმიერი ურთიერთობა და მუდმივად ახლის ძიებაშია.

  1. მორიელი

ბევრი დარწმუნებულია, რომ მორიელი ეჭვიანი და საშინელი მესაკუთრეა, თუმცა ყველამ არ იცის, რომ ასეთად მას ძლიერი გძნობები და შიში აქცევს არ იყოს მიტოვებული. დაქორწინებული მორიელი ყველაფერს აკეთებს, რათა საკუთარი არჩევანი იმ შემთხვევაშიც გაამართლოს, თუ მიხვდა, რომ საშინელი შეცდომა დაუშვა. მართალია, ხშირად ბრაზობს და არც ნეგატიური ემოციების გამოვლენას ერიდება, მაგრამ საოცრად ერთგულია და არასდროს ღალატობს ერთხელ არჩეულ პარტნიორს. ქალბატონების საყურადღებოდ! თუ მორიელთან ბედნიერების პოვნა გსურთ, მაშინ ხშირად შეახსენეთ, რომ ის საუკეთესოა და თქვენც სიგიჟემდე გიყვართ!

  1. კირჩხიბი

კირჩხიბისთვის უმთავრესი იღბლიანი ქორწინება და მყარი ოჯახია. ის ტრადიციული ფასეულობების მიმდევარია, უყვარს მეუღლე და ყოველთვის მისი ერთგულია. თუმცა, უჭირს ინიციატივის გამოჩენა და ურჩევნია პასუხისმგებლობა ყოველთვის მეორე ნახევარს გადააბაროს. მართალია, ერთი შეხედვით კირჩხიბი იდეალური პარტნიორია, მაგრამ მის გვერდით ცხოვრება არც ისე ადვილია, რადგან ზედმეტად მგრძნობიარეს ძალიან უჭირს საკუთარი გრძნობების მართვა. კირჩხიბს მხოლოდ ის პარტნიორი გამოადგება, ვინც ყოველთვის მხარში ამოუდგება და აჩვენებს სინამდვილეში რამდენად ძლიერი პიროვნებაა.

  1. ვერძი

ვერძი მამაკაცი სწრაფად იღებს დაქორწინების გადაწყვეტილებას. ძალიან მოსწონს ლიდერობა და არასდროს გაურბის პასუხისმგებლობას. თუმცა ხშირად, იმდენად ენერგიულია, რომ მის ტემპს აყოლა არავის გამოსდის. ვერძთან კონფლიქტი მხოლოდ მაშინ მოგივათ, როცა საკუთარი აზრი თავს მოხვევას ეცდებით, იმ შემთხვევაში კი, თუ სურვილების ასრულებაში შეზღუდავთ, მათ რეალიზაციას ყოველთვის სხვაგან ეცდება.

  1. ქალწული

დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისგან ქალწული საკუთარი ერთგულებით გამოირჩევა, ძალიან რაციონალურია და უყვარს სისუფთავე, ყოველთვის ბევრს მუშაობს და სიამოვნებით ზრუნავს ოჯახზე. მართალია, არ ახასიათებს მესაკუთრეობა, მაგრამ ეჭვიანობაც შეუძლია, ნაკლებად რომანტიკულია და ყოველთვის კონსერვატორულ შეხედულებებს იზიარებს.

  1. კურო

დაქორწინებული კურო გიჟდება მეუღლეზე, შვილებზე და მათთვის ყოველთვის საუკეთესო პირობების შექმნაზე ზრუნავს. ძალიან მგრძნობიარე, ყურადღებიანია და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფიზიკურ სიამოვნებას. უყვარს კერძების მომზადება და სიამოვნებით ეხმარება მეუღლეს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი „ფუსფუსი“ არ ეწინააღმდეგება მის პრინციპებსა და შეხედულებებს.

  1. სასწორი

სასწორი მამაკაცი პრაქტიკულად ქორწინებისთვისაა დაბადებული, მუდმივად სიყვარულს და იმ პარტნიორს ძიებაშია, ვისთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებს. თუმცა, ძალიან ადვილია მისი შეცდომაში შეყვანა, რადგან ზედმეტადაა დამოკიდებულია გარშემომყოფების აზრზე. სასწორი აუცილებლად ძლიერ და საკუთარ თავში დარწმუნებულ პარტნიორს ეძებს, რომელსაც ყოველთვის საჩუქრებით და სიურპრიზებით გაანებივრებს, თუმცა, არ ღირს ელოდოთ, რომ იმაზე მეტს გააკეთებს, ვიდრე თავად მოინდომებს.

2. თხის რქა

თხის რქა მთელ ცხოვრებას კარიერას უთმობს და საკმაოდ გვიან ან არასდროს ქორწინდება. თუმცა, თუ მან მაინც გადაწყვიტა ოჯახის შექმნა, პრაქტიკულად იდეალური მეუღლეა, რომელიც ყოველთვის თავგამოდებით იცავს და ზრუნავს ოჯახზე. მართალია, მის გვერდით ნებისმიერი ქალი მშვიდადა და დაცულად იგრძნობს თავს, თუმცა ნუ დაელოდებით ემოციების ზედმეტად გამოვლენას. გულის სიღრმეში თხის რქა მართლაც კეთილი და ძალიან მგრძნობიარეა, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში ურჩევნია თავი ყველას ცივად, უხეშად და გულგრილად მოაჩვენოს.

  1. ლომი

ლომი კეთილი და საკუთარ თავში დარწმუნებული, ყოველთვის ოპტიმისტურად და პოზიტიურად განწყობილი მეუღლეა, რომელიც ზრდასრულიც გულის სიღრმეში ბავშვად რჩება, ამიტომ სწრაფად პოულობს საერთო ენას შვილებთან და დიდ დროს ატარებს მათთან გართობაში. მიუხედავად საკუთარ თავში შეყვარებული ეგოისტის რეპუტაციისა, ლომი ძალიან ერთგული და საიმედო მეუღლეა, ბუნებით ლიდერი კი, არასდროს გაურბის პასუხისმგებლობას. ასე რომ, თუ არ იცით, ვის გადააბაროთ საკუთარი პასუხისმგებლობა თავისუფლად შეგიძლიათ აირჩიოთ მეუღლედ ლომი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები