LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო სასტუმროები სოციოფობებისთვის

315

თუ დიდი ქალაქის ქაოსმა, ადამიანებთან 24-საათიანმა ურთიერთობამ დაგღალათ და ყველასგან შორს, მშვიდად გსურთ დასვენება, მაშინ შემოთავაზებული სასტუმროებიდან აუცილებლად უნდა აირჩიოთ ერთ-ერთი.

Segera Retreat, ლაიკიპია, კენია – კომფორტული სასტუმრო კენიაში, რომელიც საუკეთესოდ ითვლება მთელი აფრიკის კონტინენტზე, კერძო ნაკრძალშია მოთავსებული, ამიტომ ნაკლებად შეწუხდებით ხალხმრავალი წვეულებებით და  სხვა მასობრივი ღონისძიებებით.

Woodbridge on the Derwent, ტასმანია, ავსტრალია – 200 წლის წინ, პატიმრების აშენებულ სასტუმრომდე მიღწევა უკვე თავგადასავალია, რადგან მელბურნში ჩაფრენილმა, ბასას სრუტე უნდა გადაცუროთ, მერე კი, ავტომობილით იმგზავროთ ჯერ ჰობარტემდე, მერე ნიუ-ნორფოლკამდე და აუცილებლად იჩქაროთ ნომრის დაჯავშვნა, რადგან სოლიდური გაბარიტების მიუხედავად, სასტუმროში მხოლოდ რვა ნომერია.

Inkaterra Hacienda Urubamba, ურუბამბა, პერუ – ურუბამბას წმინდა ხეობა იდეალური ადგილია მოწყდეთ ცივილიზაციას, რადგან გარე სამყაროსგან სასტუმროს ერთის მხრივ 10 აკრზე გადაჭიმული პლანტაციები, მეორეს მხრივ კი, უზარმაზარი მთები იცავს.

Petra Marriott Hotel, პეტრა, იორდანია – მართალია, იორდანული სასტუმროს ტერასაზე თავისუფლად შეიძლება წვეულების მოწყობა, მაგრამ აღმოსავლურ სამოთხეში აღმოჩენილს მხოლოდ მშვიდად დასვენება და ულამაზესი ხედებით დატკბობა მოგინდებათ.

Little Kulala, სოსუსფლეი, ნამიბია – უზრმაზარ უდაბნოშის შუაგულში მოთავსებული სასტუმრო კომპლექსი 11 ვილით – იდეალური ადგილია ნებისმიერი სოციოფობითვის, რადგან თქვენს მყუდროებას 3 700 ჰექტარზე გადაჭიმული კერძო პარკი დაიცავს.

Qasr Al Sarab Desert Resort by Anantara, აბუ-დაბი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები – თუ ადამიანებთან ურთიერთობასთან ერთად, წყალსაც გაურბიხართ, მაშინ ლივას უდაბნოში გაემგზავრეთ, სადაც გარე სამყაროს Qasr Al Sarab-ის სასტუმროს მაღალი კედლების მიღმა დაემალებით.

Castello di Vicarello, ტოსკანა, იტალია – შვიდნომრიანი კომფორტული Castello di Vicarello სოციოფობებს პირველ რიგში ლოკაციით მოხიბლავს, რადგან სანამ საკმაოდ მოშორებულ სასტუმროს მოიძიებთ, რამდენჯერმე გზადაბნეული ტოსკანას არაჩვეულებრივი ბუნებით დატკბობასაც მოასწრებთ.

Anantara Al Jabal Al Akhdar Resort, ომანი – თუ გიგანტურ კანიონს დაძლევთ და ახლო აღმოსავლეთის უმაღლეს წერტილს მიაღწევთ, ჯილდოდ კომფორტულ სასტუმროს და არაჩვეულებრივ ხედებს მიიღებთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები