LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო შვებულება გასტრო-ტურისტებისთვის

123

ოქტომბრის თვეში მალდივის კუნძულებზე განსაკუთრებული კურორტი გაიხსნება და ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე მოთავსებულ Joali Maldives-ზეც ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის სტუმრობა გახდება შესაძლებელი.

 

Saoke – იაპონური რესტორანი ტრადიციულ აზიურ კერძებს შემოგთავაზებთ პერუანული სამზარეულოს ელემენტებით. ყოველდღიური მენიუ იაპონურ გრილზე მომზადებულ ტეშანიაკის, ტრადიციულ სუშის და საშიმის, სევიჩეს და დელიკატესებს აერთიანებს, რესტორნის ინტერიერზე კი, ცნობილმა დიზაინერმა ნორიოში მურამატსუმ იზრუნა, რომელმაც დარბაზი სპეციალური დეკორატიული ქვებით გააფორმა. ამასთანავე, Saoke-ში საკეს ყველაზე დიდი კოლექცია ინახება მალდივებზე, რომელიც ტრადიციული იაპონური სასმელის ცივ და ცხელ სახეობებს აერთიანებს.

Bellini – იტალიური რესტორნი ტრადიციული ტოსკანური კერძებით გაგიმასპინძლდებათ, ბარი კი, რომელიც იდეალური ადგილია დაისზე შუშხუნა შამპანურის მისართმევად, იტალიური დეკორითა და ხელოვნების ნიმუშებითაა გაფორმებული. ცნობილი სომელიეს ბლასკეზის განცხადებით, Bellini მართლაც იტალიის ნაწილია, თუმცა ხმელთაშუა ზღვიდან ძალიან შორს.

Vandhoo – კუნძულის დასავლეთ ნაწილში მოთავსებული Vandhoo, სტუმრებს ოჯახურ გარემოში ვახშმის მოწყობას სთავაზობს, მით უფრო, რომ მენიუ, რომელიც ყოველდღიურად იცვლება, ყველა გემოვნების გურმანს დააკმაყოფილებს.

Mura Bar – მყუდრო Mura Bar მარტოობის მოყვარულთათვისაა, ვისაც დასვენება მშვიდი მუსიკის ფონზე უგემრიელესი კოქტეილით ხელში ურჩევნია.

ამასთანავე, კურორტზე თამამდ შეგიძლიათ მოაწყოთ ვახშამი ხეზე და საუზმე ტრადიციულ მალდივურ ნავზე დონიზე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები