LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესოების არჩევაში გულშემატკივარიც ჩაერევა: ფიფა ხალხის აზრს გაითვალისწინებს

96

ფიფა საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის არჩევისას გულშემატკივრების ხმებს გაითვალისწინებს.

ფიფა The Best-ის პრიზზე ინტერნეტ-გამოკითხვას ჩაატარებს, რომელსაიც წლის ყველაზე კარგ ფეხბურთელს და მწვრთნელს აძლევენ.

როგორც ოფიციალურ საიტზე დაწერეს, გამოკითხვის შედეგები საუკეთესოების შერჩევისას გათვალისწინებული იქნება. საბოლოო შედეგი გაფორმდება ქომაგების, მწვრთნელების, კაპიტნებისა და ჟურნალისტების (25-25%) შეხედულებების მიხედვით.

საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელობის პრეტენდენტები არიან კრიშტიანო რონალდო, კევინ დე ბრუინი, ანტუან გრიზმანი, ედენ აზარი, ჰარი კეინი, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, ლუკა მოდრიჩი, მოჰამედ სალაჰი და რაფაელ ვარანი.

საუკეთესო მწვრთნელობაზე 10 სპეციალისტი აცხადებს პრეტენზიას.

2017 წლის ფეხბურთელად კრიშტიანო რონალდო, ხოლო მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დაასახელეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები