LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავაჭრო-სამრეწველო პალატა პროფესიული განათლების განვითარებისთვის გერმანელებთან ერთად იმუშავებს

115

დუალური პროფესიული განათლების მოქნილი საგამოცდო სისტემის დასანერგად, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აკადემიას (IHK Academy) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ცნობით, მხარეები ერთობლივი მუშაობის შედეგად ჩამოაყალიბებენ დახვეწილ მეთოდიკას, რომლის მიხედვითაც სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროცესში გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ჩატარდება. შეთანხმება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ნინო ჩიქოვანის, პალატის გენერალური დირექტორის მოადგილის გრიგოლ ბაიბურთისა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი ვეკუას სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა. პალატის მენეჯმენტის წარმომადგენლები ბავარიაში პროფესიული განათლების საგამოცდო სისტემის გაცნობის მიზნით ჩავიდნენ, რომელსაც ბავარიული მაგალითის მიხედვით სავაჭრო პალატა და ხელოსანთა პალატა ახორციელებენ.

„ვიზიტის კიდევ ერთი მთავარი მიზანი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო პალატას შორის საპარტნიორო პროექტის დეტალების შეთახმება იყო. პროექტი უკვე 3 წელია წარმატებით ხორციელდება. სწორედ მისი დადებითად შეფასების შედეგად მოხდა პროექტის კიდევ 3 წლით გახანგრძლივება. ვიზიტის ფარგლებში მომავალი აქტივობები დავგეგმეთ. ჩვენს თანამშრომლობას 3 ძირითადი მიმართულება ექნება: პალატის რეგიონული განვითარება და ამ გზით რეგიონული მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობა და პროფესიული განათლების სისტემის განვითარების პროცესში ჩართულობა და სერვისების დახვეწა“, – აცხადებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი.

ვიზიტის ფარგლებში პალატის მენეჯმენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს IHK აკადემიაში და ხელოსანთა პალატაში. ასევე, ადგილზე გაეცნენ დუალური პროფესიული გადამზადების პროცესს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები