LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავალუტო ფონდი საქართველოს 285 მილიონს აძლევს

39

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 285 მილიონი დოლარის მოცულობის ახალ პროგრამაზე შეთანხმება მიღწეულია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სსფ-ის მისიის შედეგების შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ორი კვირის განმავლობაში, მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობას, ეროვნულ ბანკს და ფონდის მისიას შორის მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა სავალუტო ფონდის ახალ პროგრამაზე ”გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) ფარგლებში, რომელზედაც შეთანხმება მიღწეულია.

”აღნიშნული სამწლიანი პროგრამა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მხარდასაჭერად იქნა ინიცირებული. ახალი პროგრამა არის არა მხოლოდ სრული ნდობის გამოცხადება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისადმი, არამედ ის სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმას“, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, უკვე განხორციელებულ და ამჟამად მიმდინარე ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები