LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავალუტო ფონდი საქართველოში წელს 5.5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის

79

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის მერსედეს ვერა მარტინესის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკას ზრდის კარგი მაჩვენებელი აქვს.

„საქართველოს ეკონომიკას ზრდის კარგი მაჩვენებელი აქვს. ჩვენ ვხედავთ ზრდას ექსპორტში, ფულად გზავნილებში, ტურიზმში. ველოდებით 5.5%-იან ზრდას 2018 წელს და შემდეგ წლებშიც მსგავსი მაჩვენებელია ნავარაუდევი. რაც შეეხება გარე ფაქტორებს და მათ გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე, უნდა აღინიშნოს გლობალურად არსებობს გაურკვევლობა, გლობალური ზრდის მაჩვენებელი შემცირდა 0.2%-ით 2018 და 2019 წლებში.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს მაკროეკონომიკური სტაბიaლურობის შენარჩუნება, გაატაროს პასუხისმგებლიანი და გონივრული პოლიტიკა და გაზარდოს ეკონომიკური მდგრადობა გარე შოკების მიმართ. მონეტარული პოლიტიკა უნდა იყოს ფოკუსირებული ფასების სტაბილურობაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ გაცვლითი კურსის მოქნილობას და მომავალში საგარეო შოკებთან გასამკლავებლად რესურსების შექმნას“, – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები