LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავალუტო ფონდის პოზიციით, ეროვნულმა ბანკმა ფასებზე და ხელფასებზე დაკვირვება უნდა განაგრძოს

71

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფასებზე, ხელფასებზე, მონეტარულ და ფინანსურ პარამეტრებზე დაკვირვება უნდა განაგრძოს. საერთაშორისო  ინსტიტუტმა, ქვეყნის საფინანსო სფეროში არსებულ ვითარებაზე სპეციალური ტექსტი გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში მონეტარული პოლიტიკა ვითარების შესაბამისია.

„ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი, მცურავ გაცვლით კურსთან ერთად ფრიად გამოადგა საქართველოს. არსებული რეჟიმი კიდევ უნდა გაძლიერდეს. ცენტრალურმა ბანკმა უნდა გააგრძელოს დაკვირვება ფასებზე, ხელფასებზე, მონეტარულ და ფინანსურ პარამეტრებზე და კვლავაც უზრუნველყოს შესაბამისი მონეტარული პოზიცია,“ – აღნიშნულია ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სსფ საქართველოს შესაბამის უწყებებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს.

„კრიზისის მართვის ჩარჩო უნდა მოერგოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. დაიხვეწოს სტრესის მართვის პროცედურები, შეიქმნას ბანკების რეზოლუციის ჩარჩო და სტრესის პირობებში ლიკვიდობის მიწოდების წესი. დაწყებული ზრდის ხელშემწყობი სტრუქტურული რეფორმების გატარება უნდა აჩქარდეს, რომ კერძო სექტორი გახდეს ზრდის მამოძრავებელი ძალა საშუალოვადიან პერიოდში.რეფორმების დაჩქარება, ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ზრდა, განათლებისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება მდგრადი და ინკლუზიური ზრდის წინაპირობაა,“ – აცხადებს ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ჟანგი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები