LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავარაუდოდ, 11 სამინისტროზე შევჯერდებით – მამუკა მდინარაძე

93

სავარაუდოდ, 11 სამინისტროზე შევჯერდებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები სავარაუდოდ ხვალ დასრულდება.

“ხვალ იქნება მთლიან უმრავლესობასთან შეხვედრა და ამის შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი, ხოლო როცა სამინისტროების რესტრუქტურიზაცია დასრულდება, ამის შემდეგ დაიწყება საუბარი პერსონებზე. ძალიან ბევრი იდეა გახმოვანდა ამ შეხვედრებისას და არც ერთი ფუნქციური დამატება არ განიხილება. საუბარია დარგის მენეჯერებზე, ხელმძღვანელებზე, რომლის მოვალეობასაც ახლა ასრულებენ მოადგილეები”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატი განმარტავს, რომ სახელმწიფო მდივანი არაფერ შუაშია და თითოეულ დარგს უხელმძღვანელებს კონკრეტული ადამიანი. მამუკა მდინარაძის თქმით, ხვალ უმრავლესობის და პრემიერის შეხვედრა 19:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომ მთავრობაში ახალი, სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შექმნის საკითხს “ქართული ოცნება” განიხილავს.

პოპულალურები