LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწარმოთა ზომის განსაზღვრა ახალი მეთოდოლოგიით მოხდება

56

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, საწარმოთა ზომის განსაზღვრის ახალი მეთოდოლოგია შეიმუშავა.

საქსტატის განმარტებით, საწარმოთა ზომის განმსაზღვრელი დღემდე მოქმედი მეთოდოლოგია 2002 წელს შემუშავდა და ეყრდნობოდა საწარმოთა ბრუნვისა და დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობის მაჩვენებლებს.

”ცვლილების თანახმად, საწარმოთა ზომის განსაზღვრა კვლავ დასაქმებულთა რაოდენობისა და ბრუნვის მაჩვენებლის კრიტერიუმის გამოყენებით განხორციელდა. თუმცა, დასაქმებულთა რაოდენობის დიაპაზონის განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა ევროსტატის მიერ შემოთავაზებული კრიტერიუმები, ხოლო ბრუნვის მაჩვენებლის დიაპაზონის განსაზღვრა განხორციელდა მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (Purchasing Power Parities) გამოყენებით.

საქართველოში საწარმოთა ზომის განმსაზღვრელი მეთოდოლოგიის დაახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან, ერთ-ერთ რეკომენდაციად არის დაფიქსირებული ევროსტატის სექტორული მიმოხილვის დოკუმენტში. გარდა ამისა, საწარმოთა ზომების ახალი დეფინიციის შემუშავება გათვალისწინებულია მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმითაც”, – განმარტავენ საქსტატში.

მათივე ცნობით, საერთაშორისო ექსპერტთა რეკომენდაციების თანახმად, საქსტატი ბიზნეს სტატისტიკის მაჩვენებლებს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გამოაქვეყნებს როგორც ახალი, ისე დღემდე არსებული მეთოდოლოგიის გამოყენებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები