LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწვავის ახალი ფასები – ბენზინი კვლავ გაძვირდა

1249

ავტოგასამართ სადგურებზე დღეს საწვავი კიდევ გაძვირდა. ამჯერად ფასები დაახლოებით, 5-10 თეთრით არის გაზრდილი.

 

ვისოლი

ვისოლის ბენზინგასამართ სადგურზე ფასებმა დღეს, 5–7 თეთრამდე მოიმატა, თითქმის ყველა ტიპის საწვავზე. უცვლელია მხოლოდ „დიზელის“ ფასი – მისი შეძენა დღესაც 2.12 ლარად შეგიძლიათ.

 

დღეიდან „ეკო სუპერის“ შეძენა 2.44 ლარის ნაცვლად, 2.49 ლარად შეგეძლებათ; „ეკო პრემიუმის“ ფასმა კი 2.29 ლარიდან 2.36 ლარამდე მოიმატა; „ევრო რეგულარი“ კი 7 თეთრით გაძვირდა და 2.16 ლარი გახდა.

 

სოკარი

დღევანდელი მონაცემებით, 5-7 თეთრით გაძვირდა საწვავი „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურებზეც.  „სუპერის“ ფასი დღეიდან 2.49 ლარია. „რეგულარის“ ფასი 2.16 ლარი; „პრემიუმი“ 2.36 ლარამდე გაძვირდა; „ევრო რეგულარი“ კი 2.21 ლარი გახდა.

ვისოლისგან განსხვავებით, სოკარზე 7 თეთრით გაძვირდა „დიზელის“ ფასიც. „ევრო დიზელი“ დღეს 2.27 ლარი ღირს, „დიზელის“ ფასი კი 2.09 ლარამდე გაიზარდა.

 

ლუკოილი

რაც შეეხება ლუკოილს, დღეს ამ ბრენდის ბენზინგასამართ სადგურებზე, ყველა ტიპის საწვავი 10 თეთრით გაძვირდა.

„ლუკოილში“ ევრო სუპერის ფასი 2.25–დან 2.35 ლარამდე გაიზარდა; „პრემიუმ ავანგარდიც“ 10 თეთრით გაძვირდა და 2.19 ლარი გახდა; „ევრო რეგულარის“ ფასი 1.89 ლარამდე დაკორექტირდა, ხოლო „ევროდიზელი“ 2.04 ლარამდე გაიზარდა.

 

 

გალფი და რომპეტროლი

 

საწვავის ფასი, მათი ოფიციალური ვებ–გვერდების მიხედვით, არ გაზრდილა გალფის და რომპეტროლის ბენზინგასამართ სადგურებზე. ბოლოს ამ ბენზინგასამართ სადურებზე ფასები წინა კვირას დაკორექტირდა.

 

 

ახალი წელი – ახალი ფასებით

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა. გადასახადის გაზრდის შემდეგ, ექსპერტები საწვავის ფასის 20–25 თეთრამდე მატებას ვარაუდობდნენ.

2017 წლის 1 იანვრიდან ბრენდირებულ სადგურებზე საწვავის ფასმა რამდენჯერმე მოიმატა, მათ შორის წინა კვირაშიც.

აქციზის გაძვირების შემდეგ პირველი კვირის შემდეგ, საწვავი დაახლოებით, 17–20 თეთრით გაიზარდა. დეკემბრის შემდეგ კი, 30–34 თეთრის ფარგლებში დაკორექტირდა.

აქციზის ზრდის გარდა, საწვავის ფასების ზრდაზე, როგორც ბენზინგასამართი სადგურების წარმომადგენლები აცხადებენ, დოლარის კურსის მერყეობა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ცვლილება განაპირობებს.

დეკემბრის შემდეგ დოლარი ლართან მიმართებით, 0.04 პუნქტით გაუფასურდა. ხოლო მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაახლოებით, 1 დოლარამდე გაძვირდა.

 

თამთა უთურგაშვილი

პოპულალურები