LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია იწყება

65

საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 15 ივნისს დაიწყება. როგორც “ფორტუნას” თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, რეგისტრაციის გავლა სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge  12 საათიდან იქნება შესაძლებელი.

წელს, მოსახლეობის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, დედაქალაქის მასშტაბით არსებული 164 საბავშვო ბაგა-ბაღიდან, 40 შეირჩა. საზაფხულო ბაღებში, მთლიანობაში, 376 სააღმზდელო ჯგუფი იფუნქციონირებს და მომსახურებას 13 160 აღსაზრდელი მიიღებს. საზაფხულო ბაღები იმუშავებს ერთი თვის განმავლობაში – ივლისში.

საზაფხულო ბაღში რეგისტრაციის უფლება ექნება 2-დან 6-წლამდე ასაკის ნებისმიერ ბავშვს, მათ შორის, მათაც,  ვისაც  უკვე შეუსრულდა 6 წელი და სექტემბრიდან სკოლაში მიდის.

საზაფხულო ბაღში რეგისტრაცია სავალდებულოა ყველა მსურველისთვის, მათ შორის,  აღნიშნული ბაღის აღსაზრდელებისთვისაც.

რეგისტრაცია შეწყდება 29 ივნისს, 24:00 საათზე შეწყდება.

 გთავაზობთ საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი რაიონების მიხედვით:

გლდანი: №35, №48, №153, №186, №205, პირველი ლოგოპედიური;

დიდუბე: №15, №23, №92;

ვაკე: №1, №27, №75, №142;

ისანი: №17, №29, №26, №182, №215;

კრწანისი: №51, №206;

მთაწმინდა: №170, ტაბახმელა;

ნაძალადევი: №9 №25, №43, №60, №80;

საბურთალო №63, №171, №198, №212, „იმედი“ (საბურთალო);

სამგორი №12, №45, №72, №128, №163, №28;

ჩუღურეთი №34, №5.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები