LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზარელი მკვლელობა თბილისში – შვილმა დედა მოკლა და სხეული დაანაწევრა

133

თბილისში საზარელი შემთხვევა მოხდა – გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ახალგაზრდა გოგონამ საკუთარი დედა მოკლა.

მეზობლები მომხდარის დეტალებზე საუბრობენ. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა „ფორტუნას“ განუცხადა, მეზობელი ქალი დაახლოებით 3 კვირის წინ დაიკარგა და მას პოლიცია ეძებდა, ამასთან, იგი ამ პერიოდის განმავლობაში სახლიდან არ გასულა, რადგან  არ დაუფიქსირებია სახლის წინ მდებარე მაღაზიის კამერასაც.

საბოლოოდ კი გაირკვა, რომ ქალი მისმა შვილმა მეგობარ ბიჭთან ერთად მოკლა, შემდეგ კი მიცვალებულის სხეული დაანაწევრეს.

მეზობლები ამბობენ, რომ გოგონა გაურკვეველი სექტის წევრია. მათივე ინფორმაციით, გოგონა სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს და ის ბრალს აღიარებს.

რადიო “ფორტუნა” აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ს კომენტარს უახლოეს წუთებში შემოგთავაზებთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები