LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საზღვაო სერვისების განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია”

94

მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ახალი სიმულატორების ოთახი გახსნა, რომელიც თხევადი ტვირთების გემებზე დასაქმებული სპეციალისტების მომზადებას მოემსახურება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ახალი სიმულატორები კიდევ ერთი დამატებითი სერვისი იქნება როგორც ქართველის სტუდენტებისთვის, ისე უცხოეთიდან ჩამოსული სპეციალისტებისთვის, რადგან მათ შესაძლებლობა ექნებათ, აქ გაიარონ მაღალკვალიფიციური ტრენინგები.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საზღვაო აკადემიაში სტუმრობისას, გიორგი ჩერქეზიშვილი ასევე გაესაუბრა აკადემის პროფესორ-მასწავლებლებს, რომელთაც მეზღვაურთა საერთაშორისო დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„პირველ რიგში, მინდა, მეზღვაურის საერთაშორისო დღე მივულოცო მეზღვაურებს და დარგში დასაქმებულ ყველა ადამიანს – ეს დღე ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო საზღვაო ქვეყანაა და საზღვაო სერვისების განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ასევე მაღალკვალიფიციური მეზღვაურების და ამ დარგის სპეციალისტების გამოშვება. ამ მიზანს ემსახურება დღეს ჩვენი ვიზიტი საზღვაო აკადემიაში, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი წარმატებული სასწავლებელი არამარტო საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში,” – აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები