LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზღვარგარეთ არ მივდივარ, ვრჩები ქვეყანაში – დავით ნარმანია

62

“საზღვარგარეთ არ მივდივარ, ვრჩები ქვეყანაში,” – ამის შესახებ დედაქალაქის ყოფილმა მერმა, დავით ნარმანიამ, განაცხადა.

ნარმანიას თქმით, ის მართვის სადავეებს მომდევნო კვირაში ახლადარჩეულ მერს, კახა კალაძეს გადააბარებს, რის შემდეგაც დაისვენებს და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღებს ის კონსულტაციებში მონაწილეობას, თუ სად გააგრძელებს მომავალ საქმიანობას.

დავით ნარმანიას ჟურნალისტების კითხვაზე არ დაუკონკრეტებია, შესაძლოა თუ არა, ვიხილოთ ის აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ნარმანიამ განაცხადა, რომ დასვენების შემდეგ მიიღებს გადაწყბეტილებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები