LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, რომ ამ კანონპოექტში ცუდი არაფერია” – შსს კანაფის წარმოებაზე

87

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის შეჩერების საკითთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, თუ კანონპროექტის უკან გაწვევა მოხდება, შსს-ს სხვა გზა არ დარჩება ამ მოცემულობას მიიღებს, თუ პარლამენტი ინიციატივას კვლავ განიხილავს, შსს მზად არის კომტეპენციის ფარგლებში ჩაერთოს.

„ის დრო, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტმა აიღო და შეაჩერა კანონპროექტის განხილვა, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, რომ ამ კანონპოექტში ცუდი არაფერია და რისკების შემცველი არ არის. პირიქით, რეგლამენტირება და ჩარჩოებში მოქცევა ხდება იმ საკითხების, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს ქაოტური მდგომარეობა.

ვფიქრობ, რაც მეტად მოექცევა ეს საკითხები სამართლებრივ ჩარჩოებში, მით ეფექტიანი იქნება ნარკოდანაშაულისა და ზოგადად, ნაკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა. თუ პარლამენტი მიღებს გადაწყვეტიელბას, რომ ეს საკითხი განიხილოს, ბუნებრივია, შსს მისი კომპეტენციის ფარგლებში ამ პროცესებში ჩაერთვება, თუ განსხვავებული გადაწყვეტელება იქნება მიღებული, ბუნებრივია, სხვა გზა არ დაგვრჩება,“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებული კანონპროექტი შესაძლოა, პარლამენტიდან გაიწვიონ. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, პარლამენტის თავმდჯომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები