LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საზოგადოებრივ მაუწყებელში” საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობა გაუქმდა

89

“საზოგადოებრივ მაუწყებელში” საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობა გაუქმდა, მაგრამ ფუნქციას ირაკლი აბსანძე შეასრულებს.

ამის შესახებ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სტრატეგიული სამსახურის უფროსი, ია ანთაძე, აცხადებას და ამბობს, რომ არხის საინფორმაციო პროგრამების მართვა ე.წ.  “სუპერ დესკის”  საშუალებით მოხდება, რომლის ერთ-ერთი წევრი თვად არის.

“სუპერ დესკი გულისხმობს, რომ ახალ ამბებს, მათ შორის მოამბეს, თუ ნიუსრუმს, არ ეყოლება ერთი ხელმძღვანელი, ანუ გადაწყვეტილება მიიღება გუნდურად,” – ამბობს ანთაძე.

ანთაძის თქმით, ამჟამად სუპერდესკს 6 წევრი ჰყავს:

  • გიორგი გვიმრაძე – ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი;
  • მიშა ნადირაძე – ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ტექნიკური უზრუნველყოფა;
  • ირაკლი აბსანძე – მულტიმედიის რედაქტორი;
  • ეკა შონია – დაგეგმვის რედაქტორი;
  • თამარ კაციტაძე – ვებგვერდის რედაქტორი;
  • ია ანთაძე – მაუწყებლის სტრატეგიული სამსახურის უფროსი.

ამასთან, ის ამბობს, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობის გაუქმება არხზე მენეჯმენტის ცვლილებამდე იყო გათვალისწინებული და კონცეფცია საინფორმაციო სამსხურის ყოფილმა ხელმძღვანელმა,  გიორგი ფუტკარაძემ და არხის მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ, დაახვედრეს. იმ შემთხვევაში კი, თუ ფუტკარაძე მაუწყებელში მუშაობას გააგრძელებდა, მას მულტიმედია დირექტორის თანამდებობა უნდა შეეთავსებინა. ანთაძის განმარტებით, ამ თანამდებობაზე კონკურსი სწორედ ამ მიზეზით არ იყო გამოცხადებული.

საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, გიორგი ფუტკარაძემ, არხი გუშინ დატოვა და ყოფილ სამსახურზე მას საუბარი არ სურს.

პოპულალურები