LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზოგადოებრივ მაუწყებელზე 17 ივლისს ყველა გადაცემა დასრულდება

87

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ახალი სეზონისთვის ყველა არსებული გადაცემა დაიხურება, დებულებაში ცვლილებას ხელი გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ დღეს მოაწერა.

დებულების მიხედვით, 2017 წლის 17 ივლისს, ეთერს ასრულებს ყველა არსებული გადაცემა (საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ გარდა).

„მომავალი სეზონიდან, სექტემბრიდან, ეთერში განთავსდება კანონით გათვალისწინებული, პროგრამული პრიორიტეტების შესაბამისი მიმართულებებით, საკონკურსო წესით შერჩეული გადაცემები (საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმარულების გადაცემები დამზადდება საზოგადოებრივი მაუწყებლის რესურსით).

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ახალ სეზონზე განთავსდება გადაცემების ოპტიმალური რაოდენობა, ფინანსური და ტექნიკური რესურსიდან გამომდინარე. მაუწყებლის მისიის, მისწრაფებების, მიზნებისა და ვალდებულებების შესაბამისად, შერჩეული თემატიკა უზრუნველჰყოფს ჟანრობრივ მრავალფეროვნებას. ამასთან, გადაცემების ოპტიმალური რაოდენობა გრძელვადიან პერსპექტივაში მოგვცემს ფინანსური რესურსის დაზოგვის საშუალებას და ადამიანური, ტექნიკური,ასევე ფინანსური შესაძლებლობების კონცენტრირებას,“ ნათქვამია დოკუმენტში.

ამავე დებულების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ახალი შენობის პროექტირების პროცესი უმოკლეს ვადებში დაიწყება.

„ტექნიკური და ტექნოლოგიური გადაიარაღების მომზადებული გეგმის შესაბამისად, ტენდერის გამოცხადება (გეგმა უმთავრესად ეფუძნბება ნიუსრუმის პროექტის მოთხოვნილებებს და მყისიერი აუცილებლობებიდან გამომდინარე ე.წ. ჰარდის და მოცულობების განახლებას და გაზრდას)”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

პოპულალურები