საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის დიზაინი ცნობილია [ვიდეო]

184

პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინის შესარჩევ კონკურსში „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა გაიმარჯვა.  

ამის შესახებ ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს. 

სამშენებლო ტენდერი 6-7 თვეში გამოცხადდება, ხოლო მშენებლობა, სავარაუდოდ, 2020 წლისთვის დასრულდება.

8 აგვისტოს მაუწყებელმა არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე კონკურსი გამოაცხადა, რის შემდეგაც, შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში აიტვირთა საკონკურსო დოკუმენტაცია, შესყიდვის ღირებულებით 1.032.048 ლარი.

კონკურსში მონაწილეობის სურვილი სამმა კომპანიამ – შპს BWC, შპს „თბილქალაქპროექტი“ და შპს „არტსტუდიო-პროექტი“,  გამოთქვა.

ხმის მიცემა ყოველ 12 საათში ერთხელ, „ფეისბუქის“ საშუალებით, პირველი არხის ვებგვერდ 1tv.ge-ზე 2017 წლის 13 ოქტომბრის 12:00 საათამდე იყო შესაძლებელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები