LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

SCAT Airlines საქართველოს სამივე აეროპორტიდან იფრენს

114

ყაზახური ავიაკომპანია “SCAT Airlines” ოპერირებას საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით განახორციელებს.

ავიაკომპანია აქტაუდან ქუთაისის მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს. “SCAT Airlines” რეგულარულ ფრენებს განაახლებს ასევე აქტაუ-ბათუმის მიმართულებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი “SCAT Airlines”-ის განრიგების მიხედვით, ფრენები შემდეგი სიხშირით განხორციელდება:

ა) აქტაუ-ქუთაისი-აქტაუს საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენები 22 მაისიდან ზაფხულის ბოლომდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება;

ბ) აქტაუ-ბათუმი-აქტაუს მიმართულებაზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 ივნისიდან ასევე ზაფხულის ბოლომდე, კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას განხორციელდება;

რეგულარული რეისები Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

აქტაუ-ქუთაისი-აქტაუ წარმოადგენს ახალ მიმართულებას “SCAT Airlines”-სთვის. აქტაუ-ბათუმი-აქტაუს საჰაერო ხაზზე ოპერირება კი ყაზახურმა ავიაკომპანიამ გასულ წელს დაიწყო და ფრენებს ზაფხულის  სეზონის ბოლომდე ასრულებდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული ფრენების შესასრულებლად აუცილებელი ნებართვა 5 მაისს მიანიჭა.

პოპულალურები